„მეუფე პეტრე მტერია, ურთიერთობას თუ არ გაწყვეტ თანამდებობას დაკარგავო“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი ისტორიას იხსენებს
პოლიტიკა - 23:13, 02 May, 2017     5701

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას, შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს. გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრე ცაავამ მის შესახებ ისტორია გაიხსენა:

„პირადად მე რაც შემემთხვა, როდესაც ოჯახური სიახლოვე მაკავშირებდა ამ უწყებაში დანიშნულ ერთ-ერთ პირველ პირთან, როდესაც დაინიშნა, მძიმე ჯვარი იყო და საპასუხისმგებლო, მომივიდა აზრად, რომ პატრიართან მიმეყვანა, რათა დაელოცა და გაეძლიერებინა, შეთანხმებით მივედი, მდივანთან არ შემოთანხმებია, შევათანხმე პატრიარქთან, ავედით, ოჯახთან ერთად დალოცა პატრიარქმა, წარმატებები უსურვა, ეს ქალი იყო ძალიან აღშფოთებული, რომ ამ ფაქტის წინაშე დადგა, მის გარეშე პიროვნება მივიყვანეთ პატრიართან და დალოცა, მეორე დღეს ასეთი სცენარი ვითარდება, იბარებენ საპატრიარქოში, ეუბნებიან, რომ მეუფე პეტრე არის მტერი და თუ მასთან ურთიერთობას არ გაწყვეტ, შენ დაკარგავ სამსახურს, რა თქმა უნდა ადამიანი ვერ უძლებს, არ აღმოაჩნდა ვაჟკაცობა და ემორჩილება ამ ზეწოლას, უფრო მეტიც, არა თუ ურთიერთობას წყვეტს, საკუთარ შვილსაც ეუბნება, რომ ურთიერთობა გაწყვიტოს ჩემთან. მე მას მივწერე ესემესით, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელებსაც ეგონათ, რომ საქართველოს მტერი იყო და ვინც ეს სცენარი მოაწყო, პატრიარქის თანდასწრებით ხდება თან, უწმინდესი თვითონ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ მღვდელი მისი თანდასწრებით ეუბნება ამას და ეუბნება ურთიერთობა გაწყვიტოს მეუფე პეტრესთან. ვუთხარი, რომ ადამიანი, ვინც ამას ბედავს და ის გარემოცვა, არის სწორედ მტერი პატრიარქის, ეკლესიისა და საქართველოსი, მე კი მათი მტერი ვარ და ვიქნები. შესაბამისად საპატრიარქოს რამდენიმე მაღარლ იერარქს ვუყვები ამას, პატრიარქთან მივდივარ და მოვახსენე ყველაფერი, ვუთხარი, თქვენო უწმონდესობავ, ღმერთს ვთხოვ-მეთქი, რომ ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ არ ვიცოდე რომელმა მღვდელმა გაბედა ეს, მაგრამ ტქვენს ინტერესებში უნდა იყოს, რომ თქვენ ეს გამოიძიოთ-მეთქი, მაგრამ ვინც ამას ბედავს ტქვენს ზურგს უკან, ისინი არიან თქვენი, ეკლესიისა და საქართველოს მტრები-მეთქი, მე თქვენი მტერბის მტერი ვიქნები-მეთქი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42