ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას, შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს. გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრე ცაავამ მამა გიორგი მამალაძესტან საუბრისას წამოჭრილი ისტორია გაიხსენა:
„მე დარწმუნებული ვარ მამა გიორგის გულწრფელობაში, როდესაც მან მომიყვა, მას არავითარი მომწამვლელი ნივთიერება არსად არ მიჰქონდა, ეს არის ყველაფერი დადგმული სცენარი, რომელიც ასევე იყო გათვლილი, რომ შესაძლოა პატრიარქი დიდი ვარაუდოთ ოპერაციიდან ვერ გამოსულიყო, შესაბამისად იქ განიარაღება უნდა მომხდარიყო პატრიარქის ოჯახის წევრებისა და დაცვის სამსახურისა, ამაზე იყო გათვლილი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ბომბი აუფეთქდათ ხელში, დანარჩენი, არ ეყო პროკურატურას გამბედაობა რომ ნაბიჯები გადაედგა და ეღიარებინა, რომ შარში გაეხვა და ზეწოლას ვერ გაუძლო. მამა გიორგიმ თავად მითხრა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით პრობლემებზე და ამ ქალის გავლენებზე, მან გაიხსენა საოცარი შემთხვევა, როდესაც სთხოვდა ერთ-ერთ მინისტრს, როდესაც საპატრიარქოს საკითხი იყო გადასაწყვეტი, უთხრა, რომ თუ ეს ქალი გაიგებს, აუცილებლად ჩაგვიშლისო, გთხოვთ ისე გავაკეთოთ, მის ყურამდე რომ არ მივიდესო, პასუხი ასეთი იყო, მამაო ძალიან გთხოვთ ამას ნუ დამავალებთ, დამაკარგინებს მინისტრობასო. ამ მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელია და დარწმუნებული ვარ, რომ მამაო ამაში არ ცრუობს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მასალის გამოყენების პირობები






