ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას, შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს. მის მეგობრად და ტანამოაზრეთ კი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მოიხსენიებს. გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში მეუფემ აღნიშნულს „სამარცხვინო რეალობა“ უწოდა:
„ეს არის დისკრედიტაცია ეკლესიისა, მსგავსი განცხადებები, რომელიც დაბნეულობის შემოტანას ემსახურება. კონკრეტული იურისტის, კონკრეტული ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა დამცველების, რომლებიც ასევე თავის მოსაზრებებს ახვევენ საზოგადოებას, ქალბატონი, რომელიც ყველაზე დიდი უფლებათა დამრღვევია, თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს და მხედრიონის მმართველობას, რომელიც თანამონაწილე იყო. შორენა თეთრუაშვილის მეგობარია, მისი აზრების გამხმოვანებელი და თანამოაზრე მისი ინტრიგებისა, ეს არის უბედურება, ტრაგედია და რეალური სახე თუ რა ხდება დღეს საპატრიაქრო, რამდენად არის მისი უწმინდესობა მოწყვეტილი ამ ყველაფერს და ვერ წარმომიდგენია, რომ პატრიარქმა ეს ყველაფერი იცოდეს, ან შესაძლოა ამ კონტექსტს წააკითხებენ როგორც საპატრიაქროს იურისტის მიერ გახმოვანებულს, არამედ როგორც პროკურატურის მიერ დამტკიცებულ ბრალს, რომ პატრიარქი კიდევ უფრო დიდ შეცდომაში შეიყვანონ, არც ამას გამოვრიცხავ და რა თქმა უნდა ეს არის კიდევ უფრო სამარცხვინო რეალობა, რომლისგანაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ვარაუდით, პატრიარქის რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გარდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მკვლელობა იგეგმებოდა. ქარჩავა პატრიარქთან დაახლოებულ ორ სასულიერო პირს ასახელებს. მისი თქმით, საუბარია მეუფე იაკობსა და ილია მეორეს თანამესეკნე მამა დავით ჭინჭარაულზე.
მასალის გამოყენების პირობები






