,,პარტიულ ინტერესებსა და ოლიგარქზე მორგებული კონსტიტუცია ხელისუფლებას კიდევ უფრო დააშორებს ხალხს“ - ირაკლი ღლონტი
პოლიტიკა - 21:30, 02 May, 2017     1932
კონსტიტუციის დაცვისათვის ამ უკომპრომისო ბრძოლაში უნდა მოვიწვიოთ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე, - ეს განცხადება პარტია ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

,,მართალია პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს და კონსტიტუციის დაცვის ყველა მხარეს ნაკლებად სახარბიელო კონტექსტში მოგვიხსენიებს, თუმცა მინდა საზოგადოება ჩადგეს საქმის კურსში, რომ ჩვენი სამოქალაქო კამპანიის მიზანი არა დესტრუქცია, არამედ ჩვენი ხალხის საერთო ღირებულებათა კრებულის, ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის დაცვაა.

აშკარაა, რომ პრეზიდენტი და ჩვენც ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს უფლება ვივაჭროთ მასთან მიმართებით, უბრალოდ იმის გათვალისწინებით, რომ ის ცალკე აღებული არავის არ ეკუთვნის, მათ შორის არც ქვეყნის პრეზიდენტს.

ერთადერთი რაც დღეს პრეზიდენტს, შეხვედრაზე მყოფ კოლეგებს და სხვა მოქალაქეებს გავუზიარე არის ის, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში უნდა მოვიწვიოთ რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე და კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ხალხთან ამ რედაქციიდან გამომდინარე საფრთხეებზე. უნდა ვისაუბროთ, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მორგებული კონსტიტუცია, აბსულუტურად შეუზღუდავი ძალაუფლების და ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ზეგავლენის განმხორციელებელი ოლიგარქი , ასევე მისი ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტად დაშორდება ხალხს, უფრო და უფრო ჩატყდება ხიდი ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის.

ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველა თანამოქალაქეს, ვესუაბროთ დევნილ საზოგადოებას და ვუთხრათ, რომ ინსტიტუციური ნგრევის, ხელისუფლების უზურპაციისა და ძალაუფლების მიტაცების პირობებში გაგვიჭირდება ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაგვაახლოებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ქვეყნის გამთლიანებასთან’’- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42