საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისადა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციოცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემგანაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და მომავალშიც აპირებს აქტიურობას,იმისათვის, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელთანაც ჩვენიბედით ვართ დაკავშირებული და რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობისპერსპექტივა, იყოს მაქსიმალურად გამართული, იყოს დაბალანსებული, იყოს სწორი, ღირებულებითიდებულებების მატარებელი.
„ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას. ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამმიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამშემთხვევაში რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტადგარანტირებული სახლემწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობისსაფუძვლების დაცვა, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთმხარი”, - განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მზადაა იმ საკითხების განსახილველად, თუსხვადასხვა მიმართულებით აქტივობებისათვის გარკვეული ფორმატების შექმნის სურვილი იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ აქ შეკრებილი იყო აბსოლუტურად ერთმანეთისაგან პოლიტიკურიგემოვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთანდაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც, ყველანი ერთად თანხმდებიან იმაზე, რომ მომავალიკონსტიტუცია ერთერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოების,პოლიტიკური სპექტრის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის, თუ სხვა ინსტიტუციების ერთობლივიმუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






