როგორც ოპოზიციის წევრმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას 20 მაისს დაასრულებს.
"ჩემი მხრიდან ძალიან მკაცრად იყო დაყენებული საკითხი. ის აქტივობები რაც ხორციელდება კარგია, მაგრამ "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს არაფერს, როგორც ჩემთვის ცნობილია ისინი მაისის ოცი რიცხვისთვის განხილვების დასრულებას აპირებენ, ამიტომ საჭიროა მკვეთრი მოქმედება. ამ კონსტიტუციის მიღება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მალე დიქტატურა ჩამოყალიბდება. ყოვლად მიუღებელია რაც წერია საკონსტიტუციიო ცვლილებების თავევში, გაურკვეველია ვინ არის მხედართმთავარი საომარი მოქმედებების პერიოდში... აქედან გამომდინარე მსგავსი კონსტიტუციის მიღება ყოვლად მიუღებელია. მე ვფიარობ, რომ პრეზიდენტი და ყველა, როგორც მოხდა 1978 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა უნდოდათ, რომ სახელმწიფო ენა იქნებოდა რუსული, გამოდიდა დღესაც ასე უნდა მოხდეს. საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება და მოქალაქეები ყველა უნდა გამოვიდეს და დაიცვას კონსტიტუცია"- განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






