,,ოცნებას“ საიდუმლო შეთქმულების პიარი ხელიდან გამოეცალა, იწყება კონსოლიდირებული ბრძოლა კონსტიტუციის დასაცავად“ - ქარდავა
პოლიტიკა - 19:35, 02 May, 2017     5023

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ დღევანდელმა შეხვედრამ „ქართულ ოცნებას“ პიარი გამოაცალა, რადგან მისი თქმით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე დისკუსია აბსოლუტურად ღია რეჟიმში წარიმართა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავად პრეზიდენტმა კონსტიტუციის ირგვლივ სტრატეგია და ხედვა გაცვალეს:

„დღევანდელმა დღემ „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ გამოაცალა ხელიდან ის პიარი, რითაც საიდუმლო შეთქმულებებზე აპელირებდა საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით. დღეს იყო საჯარო, ღია შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში - ინსტიტუტთან, რომელიც პასუხისმგებელია კონსტიტუციის დაცვაზე, სრული, კონსოლიდირებული პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციებით.

ჩვენ მას გავაგებინეთ ჩვენი პოზიცია, ტაქტიკა კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გვითხრა თავისი შეხედულებები თუ როგორ იმოქმედებს ის კონსტიტუციის დასაცავად. ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის ტაქტიკა ყველა შემთხვევაში ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხში შეიძლება მოხდეს გადაკვეთა“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლა იწყება:

„ის, რომ ეს უკანასკნელი შეხვედრა არ იქნება, ამაში მინდა დაგარწმუნოთ და იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში უკვე იწყება ფართომასშტაბიანი ბრძოლა ქართული დემოკრატიისა და სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციის დასაცავად“, - დასძენს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42