კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
პოლიტიკა - 17:56, 02 May, 2017     1565
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

კახი ბექაური კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნები „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახენ“ კომისიის 2017 წლის 21 აპრილის #261/22 გადაწყვეტილებით დაინიშნა. ამავე გადაწყვეტილებით, განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველი წევრის (წევრების) ხმის დამთვლელ კომისიაში განაცხადების წარდგენის ვადა: 2017 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან 2017 წლის 21 აპრილის 19:00 საათამდე - ასევე, კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ჩამოყალიბდა, რომელიც კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით დაკომპლექტდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტან აბაშიძეს ეკავა. ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 16 აპრილს აირჩია. ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას 2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შედგება ხუთი წევრისგან. კომისიას აკომპლექტებს საქართველოს ხელისუფლების სამი შტო, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პარლამენტს კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს სამ კანდიდატურას, რომელთაგან საქართველოს პარლამენტი ერთ კანდიდატს ექვსი წლის ვადით ირჩევს კომისიის წევრის თანამდებობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42