N16 პენიტენციურ დაწესებულებას ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 17:54, 02 May, 2017     1202
საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

ვისკონსინის დელეგაციას ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი ჯიმ ზენონი, დოდჯის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი დილონ რადტკე, ზრდასრულთა დაწესებულებების სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი მარკ უაისბერგერი და ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების დანაყოფის უფროსი ერიკ ბარბერი წარმოადგენენ. სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ლევან წყარუაშვილმა და სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაურმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და სასწავლო ბლოკები, ბიბლიოთეკა, სასადილო, გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს. ასევე, დეტალურად გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს.

ვისკონსინის შტატის ოშკოშის სასჯელაღსულების დაწესებულებების დანაყოფის უფროსის ერიკ ბარბერის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის რამდენიმეწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

„N16 დაწესებულებაში უკვე მესამედ ვიმყოფებით. პირველად ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით, როცა დაბალი რისკის დაწესებულების გახსნა იგეგმებოდა და მართვის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. დღეს უკვე სახეზეა, თუ როგორ წაიწია წინ მოდერნიზაიის პროცესმა. აღსანიშნავია ფართომასშტაბიანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები. მსგავსი ტიპის დაწესებულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და დანაშაულებრივი ქცევის არმოფხვრას უწყობს ხელს,“ - აღნიშნა ერიკ ბარბერმა.

ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, რომელიც აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს(INL) ორგანიზებით დაიგეგმა, მიზნად პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერებას, საგანგებო რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობის ზრდასა და სასჯელაღსრულების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარებას ისახავს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური დანიშნულების ძალების შეფასება, N2, N14, N3, N16, N6 პენიტენციური დაწესებულებებისა და სასწავლო ცენტრის დათვალიერება, ასევე შეხვედრები სამინისტროსა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42