ორდღიანი სამუშაო შეხვედრების მიზანია „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტების განხილვა, რომლებიც სააგენტომ შეიმუშავა. შეხვედრების შედეგად, დანუტე სიდისკიენე და რუგილე აგანაუსკაიტე, როგორც AdSTM-ის ექსპერტები, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს არსებული პროექტების გაუმჯობესების მიზნებისთვის.
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს შემუშავებულ პროექტებში ასახული საერთაშორისო პროგრესული სტანდარტები.
მასალის გამოყენების პირობები






