,,გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ“ - ზალკალიანი
პოლიტიკა - 17:49, 02 May, 2017     869
2017 წლის 2 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-ს ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მათ მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ე. წ. არჩევნებთან, რეფერენდუმთან დაკავშირებით. რადგანაც მოგეხსენებათ უაღრესად მნიშნველოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფი და დროული რეაგირება ყველა ამ პრობლემაზე. გაეროს წევრი ქვეყნების ინფორმირება იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არა მარტო ახორციელებს ამ რეფორმებს, არამედ ჩვენ ვართ ამ რეფორმების ექსპორტიორი. ჩვენ ვუზიარებთ ამ რეფორმებს სხვადასხვა ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”-განაცხადა დავით ზალკალიანმა

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან 30 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში. ვიზიტის მიზანია საქართველოს კულტურის, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს, ასევე მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ტექნოლოგიურ პარკს და სხვადასხვა მუზეუმს.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც გამართეს შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42