თითქმის ყველა არასაპარლამენტო პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წუთებში პრეზიდენტს ხვდება, საქმე ეხება დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონკრეტულად კი პრეზიდენტის არჩევის წესს და მისი სხვა ფორმატით ჩანაცვლებას.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ საჭიროა ყველა ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებულ პროცესში, პრეზიდენტთან კი მათ სწორედ ეს შეთავაზება ექნება:
„დღეს ყველა პოლიტიკური ძალა ერთობლივად თუ დამოუკიდებლად ზრუნავს ტავიდან აიცილოს ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემოგვთავაზა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველა ჩაერთოს ამ პროცესში ვისაც ხელეწიფება აზრი შეაცვლევინოს და გონს მოიყვანოს ხელისუფლება, შესაბამისად პრეზიდენტთანაც შეთავაზება გვექნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ვთვლით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ისეთი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იქნეს მიღებული ხალხის აზრის გათვალისწინებით და არა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ დაანონსებული ცვლილებებით“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






