,,კონსტუტუციური წესრიგი ირღვევა არა მხოლოდ ქუჩიდან, არამედ კაბინეტებში მიღებული არალეგიტიმური გადაწყვეტილებითაც“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:18, 02 May, 2017     1443
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრა იმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებ ხვდება.

როგორც ჟურნალისტებთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, კონსიტუტციის დასაცავად მიმდინარეობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების კონსოლიდირებული მოძრაობა, რომელიც ნებისმიერი ხერხით დაიცავს ქვეყნის მთავარ დოკუმენტს.

„დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში ირღვევა არა მხოლოდ ქუჩიდან ძალადობით, არამედ თავისუფლად შესაძლებელია კონსტიტუციური წესრიგის მოშლა კაბინეტებში მიღებული არალეგიტიმური გადაწყვეტილებებით. პირდაპირპროპორციულად იმისა, როგორ კარგავს ქართული ოცნება რეიტინგს საქართველოს მოსახლეობაში. ყველაფერს აკეთებს, რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. საქართველოს პრეზიდენტი არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ფიცის დადების დროს იღებს პასუხისმგებლობას კონსტიტუციის დაცვაზე. სწორედ ამიტომაც ბრძოლა კონსტიტუციის დასაცავად, ჩვენ დავიწყეთ მასთან შეხვედრით. შეხვედრის შემდეგ ალბათ უფრო გასაგები იქნება ჩვენი ქმედებები, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები, თუმცა, უნდა იცოდეს ხელისუფლება, რომ მოძრაობა, რომელიც არის კონსოლიდირებული, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობა, ის აუცილებლად დაიცავს კონსტიტუციას ნებისმიერი პოლიტიკური ხერხით“ - განაცხადა ქარდავამ.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი აღქმული იყოს ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციულ ქმედებად, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ დესტრუქციულ ქმდებად შეიძლება აღიქვა ხელისუფლების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება და არა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ,,ჩვენი ბრძოლა არის დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის, კონსტიტუციის დასაცავად. მმართველი გუნდი კი ხელისუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის“, - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42