ქალაქ ოზურგეთში გარევაჭრობა აიკრძალა
პოლიტიკა - 17:11, 02 May, 2017     746
დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ა.ა.(ი) პ. ქალაქ ოზურგეთის სერვის-ცენტრის სამსახურების თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კუსტარულად დამონტაჟებული სავაჭრო კონსტრიქციები დაშალეს, სადაც წლების მანძილზე გარე ვაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა.

მოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული სამსახურის მიერ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული. გარდა ამისა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოვაჭრეები პირადად გააფრთხილა და სთხოვა ვაჭრობა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.

სიტყვიერი გაფრთხილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ვადა აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით მიეცათ, რის შემდეგაც მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა უნდა შეეწყვიტათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებოდნენ.

,,სამწუხაროდ, გარე მოვაჭრეებმა სიტყვიერი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და აგრარული ბაზრის გარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ გააგრძელეს. ჩვენ კანონის შესაბამისად მოვიქეცით და გარევაჭრობა ავკრძალეთ. გარდა იმისა, რომ მოვაჭრეები კანონს უხეშად არღვევდნენ, გარევაჭრობას მოყვება სხვადასხვა ნეგატიური შედეგი. პირველ რიგში, არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი ზიანს აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ფერხდება, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, ისე ქვეითთა მოძრაობის პროცესი და მახინჯდება ქალაქის იერ-სახე. ჩვენ მოვაჭრეებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, სადაც საშუალება აქვთ მოწესრიგებულ გარემოში ივაჭრონ.“ - განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

“არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში დაუშვებელია სურსათის რეალიზაცია, რადგან არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ასეთ ადგილებში. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის, რძის ნაწარმის, კვერცხის და მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.“- განაცხადა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსიმა ინსპექტორმა ნინო ქადეიშვილმა.

მოვაჭრეები ბაზარის შიდა ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში გადასახადისგან სამი თვის მანძილზე განთავისუფლდებიან. აღსანიშნავია, რომ ბაზარში დახლის დღიური გადასახადი 90 თეთრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42