პლებისციტი არის ყველაზე კარგი საშუალება ხელისუფლების არგუმენტების გასაქარწყლებლად- გოგორიშვილი
პოლიტიკა - 17:15, 02 May, 2017     1349
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება. ევროპული საქართველოს წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, იმის სადემონსტრაციოდ რომ მმართველი გუნდის შემოთავაზებულ ცვლილებებს, არა მარტო პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო სექტორი, არამედ საზოგადოებაც არ ეთანხმება, პლებისციტი საუკეთესო საშუალებაა:

„რაც არ უნდა მოვისმინოთ ხელისუფლებისგან ფაქტი ერთია, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ რომელმაც არჩევნებზე 28 % მიიღო მეორე მხარეს კი ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, რომელთა მთლიანი მხარდაჭერა გაცილებით მეტია, ამას ემატება არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. აქ მთავარია ერთი რამ, უნდა მოხდეს იმ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ ხალხის ნება არაა და მხოლოდ პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნებაა. ამის მაქსიმალური დემონსტრირება უნდა მოხდეს პლებისციტით . ჩვენ ევროპული საქართველოს წევრები ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება ამ არგუმენტის გასაქარწყლებლად, ეს არის ხალხის ნების გამოვლინება, ჩვენ ჩვენი კოლეგების ყველა კანონიერ ქმედებას შევუერთდებით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. ამ ნაბიჯებით, მოხდება დემონსტრირება, რომ ხალხი ქართულ ოცნებას არ ეთანხმება“- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო რეფორმაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42