„როგორც ირაკლი კობახიძემ ყავაზე იმკითხავა, პრეზიდენტი დღეს ნამდვილად შეხვდება პოლიტიკურ პარტიებს და ეს იქნება დემონსტრირება პირველ რიგში ვენეციის კომისიისთვის და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილ პროექტს ემიჯნება მთელი ქართველი ერი, დაწყებული პრეზიდენტით, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიით და არასამთავრობო ორგანიზაციით, ყველა კონსტიტუციონალისტის და ექსპერტის ჩათვლით. ერთადერთი ვინც ამ პროცესში მონაწილეობს ესაა მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, დოკუმენტი რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნება არ იქნება საქართველოს კონსტიტუცია, ეს იქნება ოცნების წესდება რომელსაც ლეგიტიმაცია არ ექნება“- განაცხადა კახა კუკავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო რეფორმაა.
მასალის გამოყენების პირობები






