„პირველ რიგში, ეს საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ჩვენთვის მიუღებელია ხმების გადანაწილების ის პრინციპი, რაც ასახულია პროექტში. ეს ძალიან ავტორიტარული მიდგომაა, ქვეყანაში პოლიტიკურ კლასს მარხავს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. პოლიტიკურ კლასს ერთადერთ გზას - რევოლუციის გზას უტოვებს, რომლის მომხრე არ ვართ. ამიტომ ვეცდებით, ხელისუფლება დავარწმუნოთ იმაში, რომ აუცილებელია, ე.წ. ბონუსების ის ცვლილება შეიცვალოს, რაც პროექტშია წარმოდგენილი. ხელისუფლებას მივმართავ, ჩვენ არ გვინდა მტრობა და ისე ნუ გავაკეთებთ, რომ უკან დასახევი გზა აღარ დაგვრჩეს. ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართავთ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით თუ ცესკო ჩვენ არ მოგვცემს ხელმოწერების შეგროვების საშუალებას. მაისის ბოლოს ჩვენ გავმართავთ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას, აქციის დასრულებისთანავე დავიწყებთ მჯდომარე აქციას, ივნისის პირველ რიცხვებში მჯდომარე აქცია გადაიზრდება შიმშილობის აქციაში.“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






