გიორგი მღებრიშვილმა მოთხილამურე პატრულები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 15:40, 02 May, 2017     1696

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტი „მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გუდაურში გამართა. გიორგი მღებრიშვილმა სეზონის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის 22 მოთხილამურე პატრული მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

„მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი დამსახურებაა, რომ ეს პროექტი, რომელსაც დაწყების დღიდან განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, ასეთ წარმატებულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურად ჩამოყალიბდა. სწორედ ჩემი მადლიერების, პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს მადლობის სიგელები, რომლებსაც დღეს დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ და გპირდებით, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

„მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონი წარმატებით დასრულდა. 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე, სამთო-სათხილამურო პატრულებმა 474 დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება, სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს, 200-მდე დაკარგული ნივთი (მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო კამერები, საფულეები, თხილამურები) პატრონს დაუბრუნეს.

შსს-მ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. წლევანდელ სეზონზე კი სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრულები, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით, უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მიტარბში, თეთნულდსა და კურორტ გოდერძიზე იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა უსაფრთხოებას და ახდენდნენ დანაშაულის პრევენციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42