რესპუბლიკელები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ფარგლებში ამნისტიის გამოცხადებას ითხოვენ
პოლიტიკა - 15:10, 02 May, 2017     1188

რესპუბლიკური პარტია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვას ავრცელებს. რესპუბლიკელები საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს მოუწოდებენ შეიმუშაონ ამნისტიის კანონი და სასჯელისგან გათავისუფლდნენ და 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირები.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია აფასებს რა ქვეყანაში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, ასევე, ითვალისწინებს იმ მძიმე და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შედეგებს, რომელიც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას მოაქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათი ოჯახებისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის, გამოდის ინიციატივით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგან ჰუმანური ნაბიჯი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს საქართველოს ამნისტიის კანონი, რომლის თანახმადაც, დანიშნული სასჯელისაგან სრულად განთავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ან საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს ამავე მუხლებით მსჯავრდებული ყველა პირი.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება იმ დრაკონული კანონმდებლობის შედეგად არათანაზომიერად მკაცრი სასჯელების მსხვერპლების, ჩვენი მოქალაქეების რეაბილიტაციას და ასევე მოწოდებას, რომ ერთად დავიწყოთ ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება პირველ რიგში პრევენციაზე, ზიანის შემცირებაზე, ადეკვატურ და ადამიანურ სანქციებზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე.

ასევე მნიშვნელოვანია გაუქმდეს საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის მხრივ, არამედ მიმართულია ალოგიკური დაბრკოლებების შექმნისკენ. ამ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს ერთმევა უფლება მართოს ავტომობილი, დასაქმდეს საბიუჯეტო/სახაზინო დაწესებულებებში და სხვა მრავალი შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ ართმევს ადამიანს შანსს, მომავალში იყოს დასაქმებული, წარმატებული.

ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომლის შედეგადაც მიკროსკოპული ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო მინიმუმ 5 წლით ვუშვებთ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ათასობით ადამიანს ვტოვებთ მარჩენალის, მეუღლის, მამის, დედის,

შვილის გარეშე, ათასობით ბავშვს ვართმევთ მშობელთან ურთიერთობის საშუალებას, ათასობით ოჯახს ვაყენებთ მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე და ვტოვებთ მარტო ამ პრობლემებთან.

ჩვენი ინიციატივა მიმართულია ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ, მისი ადექვატურობისკენ. წლებია, ამგვარ პოლიტიკას ჩვენთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია, პირიქით, წლიდან წლამდე იზრდება პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა, ზედოზირებებების, ინფექციური დაავადებების გავრცელების ტემპი. უფრო მეტი ადამიანი წყდება საზოგადოებას და პრაქტიკულად ერთმევა წარმატებული ცხოვრების შანსი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიესალმება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შემუშავებულ კანონპროექტს და მიაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა, პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს ახალი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას საქართველოში. ნარკოპოლიტიკის, რომელიც არ იქნება მიმართული ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ დასჯისკენ, არამედ რეალურად იზრუნებს მათზე, იზრუნებს ჩვენს მომავალ თაობაზე, არ იქნება ადამიანების დაშინებისკენ მიმართული.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42