„საკონსტიტუციო კომისიის საკმაოდ ინტენსიური მუშაობის მიუხედავად , 4თვე არ არის საკმარისი ვადა ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებისთვის , მით უმეტეს , რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ასე სწრაფად განხორციელების აუცილებლობა არ არსებობდა“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI-ის განცხადებით იმის გამო რომ კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტში სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით (საპარლამეტო საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და სხვა რამდენიმე საკითხი) მთავრობისა და მმართველ პარტიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ვერ შედგა, კონსტიტუციიის მოცემულმა პროექტმა არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობისა და სახალხო დამცველის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში მოყვანილია ის საკითხები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს.
საკონსტიტუციიო კომისიამ წარმოადგინა ერთიანი პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები:
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ საარჩევნო სუბიექტს მიენიჭება 5 -იანისაარჩევნო ბარიერის შენარჩუნების და ბლოკების გაუქმების ფონზე გადაუნაწილებელმა მანდატებმა, შესაძლოა, მთლიანი მანდატების 20 -ს ან მეტს მიაღწიოს. მათი მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება კვლავ არსებით დისპროპორციას წარმოქმნის მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის, რითაც ვერ აღმოიფხვრება მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის მთავარი ნაკლოვანება.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, განსაკუთრებით საპარლამენტო მმართველობის პირობებში, კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან შესაბამისობაში მოდის, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნეს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი, პარლამენტარიზმის მწირი ტრადიციები და გამოცდილება, პარტიული სისტემის განვითარების დაბალი დონე და ამომრჩეველთა ინტერესები. სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი წესით არჩევა მისი მაღალი ლეგიტიმაციის განმსაზღვრელიცაა, რაც მის მიერ არბიტრის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევის წესი არ განვიხილოთ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემისგან განყენებულად. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა რეფორმას საჭიროებს და მართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის ვერსიაში მანდატების გადანაწილება არასამართლიანად ხდება, ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტად არაპირდაპირი წესით სწორედ ერთი პარტიის კანდიდატი გავა, ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ „გამჭვირვალობაში“ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.
არასამთავრობო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს ასევე მთავრობის სრულად განახლების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე, მათი თქმით საპარლამენტო კონტროლისათვის მნიშვნელოვანია პარლამენტის როლის გაძლიერება მთავრობის წევრთა განსაზღვრის პროცესში.
უარყოფითადაა ასევე შეფასებული სახელმწიფო ფინანსებსა და ბიუჯეტზე პარლამენტის არასაკმარისი კონტროლი და აცხადებენ, რომ მიზანშეწონილია გაიზარდოს პარლამენტის როლის და მნიშვნელობის გაზრდა ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შენიშვნები ეხება კონსტიტუციაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებსაც, მათ შორის არის უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილება, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესი, მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის პროცესი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ჩაწერა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, ეკონომიკურ თავისუფლების ცნების ასახვა და ახალი გადასახადის რეფერენდუმით განსაზღვრის წესის დატოვება კონსტიტუციაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირებაში ოპოზიცის როლის გაძლიერება, პრემიერ მინისტრის ვალდებულება ყოველწლიური მოხსენებით წარდგეს პარლამენტის წინაშე, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამოცხადების გამარტივება, პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდა, ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტია, კონსტიტუციის გარანტირებული ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მოსამართლისათვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა, მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური მიმართულების დადგენა.
მასალის გამოყენების პირობები






