ომბუდსმენი კანონის მიღებიდან სამ წელს აჯამებს. სამი წლის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ 350-ზე მეტი განაცხადი მიიღო. საქმის შესწავლის შემდეგ კი გაირკვა, რომ 30 შემთხვევისას ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ ქმედებას ან მის წახალისებას.
სახალხო დამცველის თქმით, სასურველია გარკვეული ვალდებულებები გაჩნდეს კერძო სექტორისა და სახალხო დამცველის ურთიერთობაში.
"ხარვეზია ის რომ კერძო სექტორს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია სახალხო დამცველს რეკომენდაციებზე უპასუხოს ან უბრალოდ ითანამშრომლოს მასთან. რაც ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ჩვენთვის"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი დისკრიმინაციული კანონის დარღვევის გამოვლენის ფაქტებზეც საუბრობს.
"ერთი რომელიმე კონკრეტული საფუძველი დისკრიმინაციის არ გამოკვეთილა. იყო შეზღუდული შესაძლებლობის კუთხით, იყო პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო მოქალაქეთა ჩივილები. ძალიან ბევრი განცხადება სექსუალურ ორიენტაციას შეეხებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკური ნიშნით იყო არაერთი განცხადება შემოტანილი"- თქვა ომბუდსმენმა.
ომბუდსმენი, არასამთავრობოები და ხელისუფლება ანტიდისკრიმინაციული კანონის სამ წელს შედეგებზე ამ წუთებში მსჯელობენ. საბოლოო ჯამში ყველა მათგანი კანონის მიღებად დადებით ფაქტად აფასებს.
მასალის გამოყენების პირობები






