ენმ ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდას აანონსებს
პოლიტიკა - 11:26, 02 May, 2017     841

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ოთარ სირაძის განცხადებით, ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას ტარიფების განახევრებას პირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება

ივლისიდან კიდევ მოხდება გაზის ტარიფის ზრდის შემოპარება, რაც ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

გაზის ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებას.

ეს არის, კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და ოცნების მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „რაოეესთან“, ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხ წლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას.

გასულ პარასკევს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველომ 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა ვიდრე 2015 წელს.

შეგახსენებთ, კალაძე აცხასდებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელუ იყო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაფორმება „გაზპრომთან“

სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს კორუფციის ნიშნებს.

იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომ „შაჰ დენიზის“ კონსორციუმმა შარშან გამოყო 500მლნ.მ3 გაზი დამატებით, რომლიდანაც საჭიროების არ არსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე.

მოვითხოვთ მთავრობისგან განმარტონ რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად.

კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან გამოიძიონ კალაძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მოტივები.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42