ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნი დოკუმენტი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მოამზადა დღეს გასაჯაროვდება. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და ხარვეზენი ცვლილებების წარმოდგენილ რედაქციაში.
ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნ დოკუმენტში აქცენტი პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარცევნო კოდექსსა და გადაუნაწილებელ მანდატებზე კეთდება:
"კონსტიტუციაში რჩება ისეთი ნორმები, რაც საარჩევნო სისტემას კვლავ ტოვებს არასამართლიანს და კვლავ ვიქნებით იმ რეალობის წინაშე, რომ მმართველი ძალა მიიღებს იმ მანდატებს, რა ხმაც მას რეალურად არ მიუღია. არის ასევე შენიშვნები საპრეზიდენტო სისტემასთან, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






