გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე საზეიმოდ აღინიშნა
პოლიტიკა - 19:31, 01 May, 2017     1525
საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ, თავდაცვის ატაშემ დავით მამულაიშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ბუნდესვერის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული მოინახულეს, რომელიც “მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მოსამზადებელ წვრთნებს გადის. ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრის ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე.

საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ გერმანელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საზეიმოდ მოწყობილ ასეულის პირად შემადგენლობას მიულოცა შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისთავი. ელჩმა ხაზი გაუსვა მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიასა და საქართველოს შორის და მადლიერებით გაიხსენა ის ისტორიული ფაქტები, როდესაც გერმანია გვერდში ედგა საქართველოს დიპლომატიური და სამხედრო აღმშენებლობის საწყის პერიოდში. ლადო ჭანტურიამ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქართულ-გერმანული საიუბილეო წლის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ელჩმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა ფასდაუდებელი სამსახურისათვის და უსურვა მათ წარმატებები მომავალ მისიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42