საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეუთოს ექსპერტებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 19:28, 01 May, 2017     1333
თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეუთოს ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, 2012 წელთან შედარებით, მედიათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია წინ გადადგმული.

„მათი განწყობაა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მედიათავისულფების კუთხით და გარემო თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლამდე იყო. ეს ცალსახად დაფიქსირდა“, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლიტველ ექსპერტთან დაინიუს რადზევიჩიუსთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველთან აიდარ ბოტაგაროვთან შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო გოგუაძე და ირინა ფრუიძე ესწრებოდნენ, განხილული იყო საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და ამ კუთხით ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები.

როგოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთოსთან თანამშრომლობის ფორმატი ექსპერტების ვიზიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვუმასპინძლოთ მედიის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს. ზუსტად იმიტომ, რომ არის გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოფისის წარმომადგენლები საქართველოში არიან, მდგომარეობას აფასებენ და შესაბამისად, მოგვიანებით გვექნება მათი რეკომენდაციები თუ რა ფორმით ითანამშრომლებენ საქართველოსთან, იქნება ეს, მაგალითად, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, თუ იქნება ეს ხანგრძლივი ექსპერტული მისია. ჯერჯერობით, მე ამაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს. მისიის დასრულების შემდეგ გვეცოდინება მათი საბოლოო რეკომენდაციები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რომელიც ამ ვიზიტის მასპინძელია.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლების კუთხით, მედიის ხარისხის კუთხით საქართველოს შეუძლია ახალ ეტაპზე გადასვლა და უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ამ პროცესში ჩვენთან ერთად იქნება და დაგვეხმარება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42