„ძაღლებივით დარბიან სამეზობლოში და შარდავენ, ტერიტორიას ნიშნავენ“ – შემოვლენ თუ არა „ღამის მგლები“ საქართველოში
პოლიტიკა - 17:09, 01 May, 2017     14997
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები შესაძლოა საქართველოში ისევ ჩამოვიდნენ. მათ მოპატიჟებას და მათთან ერთად 9 მაისს პერფორმანსის მოწყობას “რუსეთ საქართველოს ახალგაზრდული კავშირი” გეგმავს. ამასთანავე კავშირის წევრები ითხოვენ გარანტიებს, რომ ე.წ. გეორგიევსკის ლენტით „აღჭურვილი“ „ღამის მგლები“ საქართველოს საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის სხვადასხვა ფორმების წინაშე არ აღმოჩნდებიან, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სიტუაციას გააკონტროლებენ, ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოზიცია უცნობია.


აღსანიშნავია, რომ „ღამის მგლები“ პოლონეთის საზღვარზე არ შეუშვეს.

ე.წ. გეორგიევსკის ლენტი და მისი დანიშნულება - აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელმა განმარტა თუ რა დატვირთვა აქვს აღნიშნულ ბაფთას, საიდან იღებს სათავეს და რასთან ასოცირდება:

„9 მაისი მოდის და ყოველი 9 მაისის წინ ეს თემა მწვავდება, ყველა ადამიანმა, საქართველოში ვინც ცხოვრობს უნდა იცოდეს თუ რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მეორე მსოფლიო ომის დროს მოსახლეობიდან გამომდინარე, პროცენტულად განიცადა ყველაზე დიდი დარტყმა. მხოლოდ 300 ათასი ქართველი დაიღუპა ქერჩში, უნიათო და მავნებლური წითელი არმიის გენერლების გადაწყვეტილებების გამო, იმ ძალიან იდიოტური ბრძანებების გამო და იდიოტური გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიიღო მაშინდელმა წითელი არმიის ხელმძღვანელობამ.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ საქართველო საკმარის მნიშვნლობას არ ანიჭებს ფაშიზმზე გამარჯვებას, ეს არის ტყუილი, ბუნებრივია ისტორიულადაც და რეალურადაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხების საქმეში და სამწუხაროდ დიდი მსხვერპლიც მიიღო. ძალიან კარგად ესმის ყველას საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობა და დიდ პატივს სცემს იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა.

რაც შეეხება „გეორგიევსკის ბაფთას“, ეს არაფერ კავშირში არ არის მეორე მსოფლიო ომთან. „გეორგიევსკის ბაფთა“ შემოღებული იქნა ეკატერინე მეორის მიერ, როგორც წმინდა გიორგის ჯვარის ნიშანი. ეს ბაფთა იყო ამ ჯვრის დანამატი. ამ ჯვარს ჯარისკაცებს განსაკუთრებული სიმამაცის გამოჩენის შემთხვევაში აძლევდნენ, როდესაც ჯვრების ჩამოტანას ვერ ასწრებდნენ ჯარში, აგზავნიდნენ ამ ბაფთას, ჯარისკაცები კი ეს ბაფები თან ჰქონდათ ბრძოლის დროს და ამაგრებდნენ საკუთარ მუნდირს. ეს იყო ეკატერინე მეორეს მიერ შემოღებული მედალი, ფერების კომბინაცია რომელიც იყო, ეს ფერების კომბინაცია არის რომანოვების იმპერიული დროშის ფერები. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ოდნავ კრიტიკული აზროვნება, მიხვდება, რომ გეორგიევსკის ბაფთა და მეორე მსოფლიო ომი ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი ორი რამ არის.

მეორე მსოფლიო ომში ერთი მხარე იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც ეომებოდა ფაშისტურ გერმანიას, ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც დაანგრია უამრავი ეკლესია, დახვრიტა უამრავი სასულიერო პირი და გამოუცხადა ბრძოლა ქრისტიანობას და ზოგადად რელიგიას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ესმის ისტორია, მისთვის ნათელია, რომ გეორგიევსკის ლენტი, რომელც იყო შემოღებული ეკატერინე მეორეს მიერ და მეორე მსოფლიო ომი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.

2005 წელს პუტინის უშუალო დავალებით იყო დაწყებული ეს აქცია, რომელსაც „გეორგიევსკის ბაფთა“ ჰქვია. იყო გამოყენებული ლენტი, რომელიც ეკუთვნის საბჭოთა კავშირის გვარდიას, 1945 წელს გვარდიისთვის გამოიყენეს ეს ფერები, მაგრამ პუტინი ვერ იტყოდა, რომ ისინი წითელი არმიის გვარდიის აქციას აკეთებდნენ, ამიტომ იყო მოგონილი „გეორგიევსკის ბაფთა, როგორც ამ იდეის ლამაზი შეფუთვა.

ეს პირველ რიგში კეთდება იმისთვის, რომ რუსეთმა დააფიქსიროს საკუთარი გავლენის სფეროები, ამიტომ ცდილობენ შემოაღწიონ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსა და სოცბანაკებში. ეს იმდენად კომიკურია, საკუთარ თავს რომ ეძახიან „ღამის მგლებს“, იმდენად კომიკურია, რომ ძაღლებივით შარდავენ და ნიშნავენ სხვადასხვა ადგილებს. ასეთი ძაღლებივით დარბიან და ვითომ ნიშნავენ ტერიტორიებს. გარდა ამ კომიკურობისა, ამას აქვს კონკრეტული საკითხი, ზუსტად ამიტომ არ შეუშვა ეს ხალხი პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე, ნებისმიერი შეხლა-შემოხლა, რომელსაც მათი ყოფნა გამოიწვევს, ბრალდება იმ ქვეყანას, სადაც ეს პროვოკატორები შედიან ტერიტორიის მოსანიშნად. ზუსტად ამიტომ არ მესმის საქართველოს მთავრობის პოზიცია, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს გააკონტროლებენ. ჩვენ ვართ სუვენერული ქვეყანა, გვაქვს უფლება შემოვუშვათ ან არ შემოვუშვათ ადამიანები ჩვენს ტერიტორიაზე. არ მესმის რატომ ვიკავებთ სირაქლემას პოზიციას?! პოლონეთის და ევროპის ბევრი ქვეყანა სწორად აფასებს სიტუაციას, რომ ისინი არიან პროვოკატორები, კარიკატურულად დარბიან და ნიშნავენ ვითომ ტერიტორიებს. არაფერ შუაში ამ პროვოკატორების შემოსვლა 9 მაისთან არ არის. ეს არაფერ შუაშია წმინდა გიორგის ჯვართან ან მეორე მსოფლიო ომთან“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42