დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 17:00, 01 May, 2017     1391
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში შესული ცვლილებები გააცნო.

მისი განცხადებით, ინიცირებული კანონის თანახმად, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ექნებოდათ. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კი არასრულწლოვანთა დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებსაც მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, საუბარია განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი).

შემდეგი ცვლილება მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების უფლებას შეეხება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დღევანდელი რედაქციით, აღნიშნულ შემთხვევაში საფასური მსჯავრდებულის ახლო ნათესავმა უნდა გადაიხადოს.

მისი შეთავაზებით, კი გარკეულ შემთხვევებში, თუ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაბალი შემოსავალები აქვთ, ოჯახი გათავისუფლდება გადასახადის გადახდისგან და მსჯავრდებული ისარგებლებს ამ სერვისით.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ გაქცევის განმარტება განსხვავებულად ჩამოყალიბდა. კერძოდ, გაქცევად ჩაითვლება დამცავი ზღუდის გადაკვეთა, ხოლო ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ბადრაგირების შემთხვევაში - დადგენილი ხაზის გადაკვეთა.

კიდევ ერთი ცვლილება მაღალი რისკის მსჯავრდებულებისათვის სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლებას შეეხება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დღეს მსჯავრდებულებს ერთი თვის განმავლობაში ერთი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება აქვთ 10 წუთის ხანგრლივობით.

„გთავაზოვთ,რომ მსჯავრდებულებს ორი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება ჰქონდეთ, თვითოეული არა უმეტეს 15 წუთისა და წახალისების შემთხვევაში,დამატებით მიეცეთ კიდევ ერთი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, ასევე 15 წუთის ხანგრძლივობით“,-განაცხადა სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვას,მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნას, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა დადახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონროექტები.

მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან (სტამბოლის კონვენცია) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით იქნა მომზადებული.

წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული კანონი დაარეგულირებს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დადახმარების ღონისძიებებს, არამედ იგი გავრცელდება აგრეთვე ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე, შესაბამისად სახელი ეცვლება კანონსაც. ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვისმიყენება, მათ შორის ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა როგორც ქალის საზოგადოებრივ, ისე მის პირად ცხოვრებაში.

კანონპროექტით ცვლილება აისახება იმ მუხლებში, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ასევე ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს დაგარანტიებს და აღნიშნული აგრეთვე გავრცელდება ძალადობის მსხვერპლ ქალებზეც. ცვლილება ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესს და აღარ არის გათვალისწინებული მისი სასამართლოს მიერ დამტკიცების საკითხი.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე“, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

წარმოდგენილი კანონპროექტით ფართოვდება იმ კრედიტორთა წრე, რომელთაც უფლება აქვთ მოითხოვონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად ყელა კრედიტორი, რომელთა მოთხოვენბი აღიარებულია სასამართლოს მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს მეურვისგანმოვალის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

პროექტის თანახმად, მოვალეს უფლება ეძლევა განცხადებით მოითხოვოს არა მარტო გაკოტრება, არამედ - რეაბილიტაციაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მანგანცხადებას უნდა დაურთოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტიც. ამასთან, მოვალეს აღნიშნული განცხადების წარდგენის საშუალება მიეცემა იმის მიუხედავად, თუ რაგადაწყვეტულებას მიიღებს მომრიგებელი საბჭო. ამ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტს რეაბილიტაციის დაწყების საკითხს.

ცვლილებების თანახმად, კრედიტორებისთვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლისგანმავლობაში განხორციელებული გარკვეული ქმედებები, ნაცვლად 6 თვისა, ხოლო, თუ უპირატესობა მინიჭებული კრედიტორი ან გარიგების კონტრაჰენტი (პირი ანდაწესებულება, რომელმაც ხელშეკრულების ძალით რაიმე ვალდებულება იკისრა) მოვალესთან დაკავშირებული პირი ან მოვალის ნათესავია, აღნიშნული ვადაშეადგენს 2 წელს, ნაცვლად 1 წლისა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.

დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტის სახელით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას.

კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაქმედების შედეგად გამოწვეული აკუსტიკური ხმაური აჭარბებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. კანონპროექტი მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელსაც კომიტეტის წევრი, ლევან გოგოჩაიშვილი ხელმძღვანელობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42