„პლებისციტიის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, რაც შეეხება პლებისციტს კონსტიტუციასთან მიმართებით, "როცა საზოგადოებას ეკითხები, თუ როგორი წესი ურჩევნია, მარტივად ისმება კითხვა "გირჩევნია შენ აირჩიო თუ სხვამ აირჩიოს?". ასეთ დროს, ბუნებრივია, პასუხია, "მირჩევნია, მე ავირჩიო". ხალხი გეტყვით, რომ ურჩევნიათ, თვითონ აირჩიონ პრეზიდენტიც, პრემიერმინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივაწვდით საზოგადოებას სრულფასოვან ინფორმაციას მმართველობის სისტემაზე. შეიძლება, ქვეყნებს ნაწილში პლებისციტით ხალხმა აირჩიოს, რომ მხარს უჭერს სიკვდილით დასჯის აღდგენას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს. არის გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებას აკისრია ადამიანის უფლებებთან მიმართებით, მმართველობის სისტემასთან მიმართებით და თავისი პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება." - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






