უსაფრთხოების სექტორის საორიენტაცი კურსი დაიწყო
პოლიტიკა - 15:38, 01 May, 2017     1175
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო. ეს არის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც DIB-ის ხელმძღვანელობა უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს.

კურსი სალექციო კვირეულს, ტრენინგ-მოდულებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. პროგრამაში დისტანციური სწავლების მოდულია ინტეგრირებული, იგეგმება გასვლითი ტურებიც სხვადასხვა უწყებაში.

საორიენტაციო კურსი დღეს, სალექციო კვირეულით გაიხსნა. პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, კორნელი კაკაჩიამ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ ლექცია წაუკითხა. მან ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და ამ კონტექსტში სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ლექციაზე საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სააფრთხეებს, კიბერდანაშაულებსა და ჰიბრიდულ ომს, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კორნელი კაკაჩიამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი ორი თვე გაგრძელდება და ათი მოდულით იქნება წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42