მოძრაობა „ახალი საქართველოსათვის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომაროება. ტბასთან ახლოს მდებარე ხეების უმრავლესობას ძირი დამწვარი აქვს, ხაბეიშვილის თქმით არსებობს ვარაუდი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ხეები ვიღაცის ბიზნესინტერესებს ეწირება.
ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ხეები 2012 წლის ხანძრის დროს დაზიანდა. რამდენიმე წლის წინ მომხდარ ხანძარს ასახელებს ხეების დაზიანების მიზეზად კომპანია „ლისი დეველოპმენტიც" რომელიც აღნიშნული ტერიტორიის მფლობელია, მათი განცხადებით მათ წინა შემთხვევის დროს მიმართეს შსს-ს და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრით, თუმცა კომპანია კვლავ მიმართავს შსს-ს, რათა დადგინდეს, ხომ არ განმეორდა ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები






