როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, პლებისციტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
„საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ერთ მხარეს დარჩა და მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, ექსპერტთა დიდი ნაწილი, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და საზოგადოება. ამ ვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ პოლიტიკური კონსესუსის არარსებობის პირობებში „ევროპულმა საქართველომ“ საჭიროდ ჩავთავლეთ, რომ გამოვსულიყავით ინიციატივით და აზრი გვეკითხა ქართველი ხალხისთვის. იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან აზრი გვეკითხა მთავარი მსაჯულისთვის და კონსტიტუცია შეცვლილიყო ისე როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ხალხი.
სამწუხაროდ ჩვენს შეთავაზებას პლებისციტთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართელოს პრემიერ მინისტრისტრის მხრიდან. ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას, კარდაკარ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






