„რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, კომისია იყო უპრეცენდენტოდ ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, ჩვენ გვყავდა 73 წევრი კომისიაში, მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენელი, შემადგენლობაშ შედიოდა ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. ასეთი ფართო შემადგენლობით ჩამოყალიბდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რაც შეეხება ექსპერტებისა და არსამტავრობო ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებს, აქ ვფიქრობთ, რომ ობიეტური კრიტერიუმები იყო გამოყენებული, ამასთან დაკავშრებით რაიმე განსაკუთრებული კითხვის ნიშნები არ დასმულა. ყველა შესაბამის სუბიექტს ჰქონდა ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება.
პროცესიც იყო ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ამ ახალი საკონსტიტუციო კომისიის, ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული თითოეული შეხვედრის მიზანი და ამოცანა, რაც არ გვახსოვს წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი პირდაპირ კომისიის მუშაობაზე, აისახა. კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა კონკრეტულ სხდოამზე რისთვის მოდიოდა, რა იყო სხდომის მიზანი, ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებლი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ამან განაპირობა ძალიან აქტიური დისკუსიები კომისიაში. ეს იყო დიდი მიღწევა.
პარლამენტმა გამოსცა შესაბამისი დადგენილება დეკემბერში, რომლითაც დაუსახა მან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონკრეტული მიზნები. ორი ძირითადი მიზანი იყო დასახული, ერთი კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპთან, მეორე მიზანი გახლდათ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისათვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა. უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი რედაქციით ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი რაც უნდა გამოიკვეთოს, ეს არის მოქმედი კონსტიტუციის გაუმართაობა იურიდიული ტექნიკის თავლსაზრისით, აბსოლუტურად გაუმართავი იყო სტრუქტურა, უამრავი ხარვეზი ჰქონდა კონსტიტუციას, როგორიც არის ტექნიკური, სტრუქტურა იყოს აბსოლუტურად არასწორად ჩამოყალიბებული, მუხლების დასათაურებაც კი იყო შეუძლებელი, იმდენად აღრეული იყო სტრუქტურა კონსტიტუციაში, მაშინ, როდესაც ეს დოკუმეტი უნდა იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო ნებისმიერი იურისტისთვის, იმ კუთხით თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სწორი იურიდიული დოკუმენტი, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. ეს სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამივე ამოცანა ზედმიწევნითაა შესრულებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






