ქვეყნის მთავარი კანონი და საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ინიციატივები, კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიას აცნობს.
„პროცესი არის ძალიან აქტუალური, საქმე ექნება ქვეყნის ძირითად კანონს,ს აქართველოს კონსტიტუციას, საქმიდან გამომდინარე ბუნებრივია, დაინტერესება ძალიან დიდია, როგორც მედიის წარმომადგენელთა, ასევე ფაღთო საზოგადოების მხრიდან. ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრულფასოვანი და ობიექტური ინფორმაცია, იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ხორიცელდება საქართველოს კონსტიტუციაში.
საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრუფლასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც ხორციელდება კონსტიტრუციაში და გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ხშირად ხდება არასწორი ფორმით ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებას შევუქმნათ ობიექტური წარმოდგენა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანიის გაშლა იმისათვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე.
კომისიის საწყის ეტაოპზე იყო დისკუსია ფორმატთან დაკავშირებით, იყო შემოთავაზებულის აქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ერთი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა სამი თანათავმჯდომარის ქვეშ კომისიის არსებობას, ჩვენ საზოგადოებას განსხვავებული ფორმატი შევთავაზეთ, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის ეგიდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებას. ამ ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება, საზოგადოებას ცოტა ხედაპირულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ამ ორ ფორმატთან დაკავშრებით, მარტივი შედარება ხდებოდა, სჯობდა ერთი თავმჯდომარე ჰყოლოდა კომისიას თუ სამი თანათავმჯდომარე, რეალურად ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება. ერთი ითვალისწინებდა საპრეზიდენტო ფორმატს, მეორე საპარლამენტო ფორმატს.
რაც შეეხება მოქმედ კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება არის სწორედ საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა ალეტრნატივა და ჩვენ სწორი ფორმატით შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. სწორედ ამ ფორმატმა მოგვცა ჩვენ შესაბამის შედეგებზე გასვლის საშუალება. შედეგად მივიღეთ ყველაზე სწორი ფორმატი, რაც იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ვმსჯელობდით ამ საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






