დეკლარაციის მიღების აუცილებლობაზე კომენტარს აკეთებს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს და შეიქმნას ისეთი ბაზა, რაც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს:
„ამ გაერთიანებას შეიძლება სამწუხარო გაერთიანებაც დავარქვათ, ამის პროვოცირება მოახდინა ხელისუფლებამ, როდესაც თვითიზოლაცია მოახდინა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, როგორიც ქვეყნის კონსტიტუციაა, ის ცდილობს მოირგოს საკუთარ თავზე, ანუ თვითიზოლაციაში მყოფი "ქართული ოცნება" რეიტინგის კლების პირდაპირპორპორციულად ხელოვნური ბერკეტებით ცდილობს შეიქმნას ბაზა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და მიიტაცოს იგი. ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ სამოქალაქო მოძრაობა, დაიცავი კონსტიტუცია, რადგან კონსტიტუცია არის ის საფუძველი, რომლითაც ყალიბდება სახელმწიფო. როდესაც კონსტიტუცია ერთ ადამიანს ან ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არის მორგებული, ასეთ სახელმწიფოს პერსპექტივა არ ექნება“, - აცხადებს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მმართველმა პარტიამ არსებული კანონპროექტი ძალაში დატოვა, საზოგადოება „გამოშნიგულ პრეზიდენტის ინსტიტუტს“ მიიღებს:
„ჩვენ მივიღებთ გამოშიგნულ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც ფორმალურად იქნება და მის არსებობას არარსებობა სჯობს. მივიღებთ ქართველი ხალხისთვის წართმეულ უფლებას აირჩიოს თავისი ხელისუფალი და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში მივიღებთ მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც დღეს არის. ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი იძულებული გახდება ქუჩით მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ ქუჩა გამოირიცხოს ხელისუფლების არჩევის პროცესში. ქართული ოცნება კი ამისთვის იბრძვის“, - აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






