მოსამართლის შეურაცხყოფა და კრიტიკა - ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას იწუნებს
პოლიტიკა - 10:53, 01 May, 2017     1377

მოსამართლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დაწესება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ინიციატივას სურვილის შემთხვევაში განიხილავენ, მათი განცხადებით მიუხედავად განხილვებისა, გარკვეული ტიპის რეგულაციების მიღება სიტყვის თავისუფლეის შეზღუდვის ხარჯზე არ მოხდება:

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება ოდნავ მაინც რისკის ქვეშ აყენებდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენს მიერ არ იქნება გაზიარებული. მაგრამ, ჩვენ ყურადღებით ვნახავთ იმ პაკეტს ან ნორმაში ცვლილებას, რომელიც შეიძლება შემოგვთავაზონ ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადება კრიტიკის საგანია ოპოზიციის რიგებში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ოლიგარქული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზანდ:

„ამ ინიციატივით ქართული ოცნება ცდილობს, რომ ძალისმიერი მეთოდებით ქართულ საზოგადოებას ამოუკეროს პირი, რაც მიზნად ისახავს ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს არის თანასწორთა შორის კიდევ უფრო თანასწორთა კლასის შექმნის ინიციატივა,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი კოტე იოსელიანი.

„ევროპული საქართველოც“ წინააღმდეგია შემოღებული იყოს მსგავსი ტიპის რეგულაციები. გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას:

„ჩვენ ძალიან არ გვსიამოვნებს ბევრი რამ, მაგრამ ეს საკითხი არ დაგვიყენებია. მე პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში და თუნდაც დეპუტატები. კანონმდებლობით ზოგიერთი სხვა ამ ტიპის გადაცდომა რეგულირდება და მე ნამდვილად არ ვიცი მოსამართლეებზე ცალკე ეს მოხერხდეს,“ - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42