ამის პარალელურად სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ წევრები კონსულტაციებს გამართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს პრეზიდენტთან და სახალხო დამცველთან.
მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება ვენეციის კომისიასთან, რათა შეთანხმდეს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის კონკრეტული თარიღი. სამოქალაქო მოძრაოობა „დაიცავი კონსტიტუცია“-ს წარმომადგენლები პირადად მოახდენენ ვენეციის კომისიის ინფორმირებას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ასევე დაიგეგმა ფართო მასშტაბიანი კამპანია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის სრულ ინფორმირებას. სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუცი“’-ს წევრი პარტიები და ორგანიზაციები ასევე არ გამორიცხავენ საჭიროების შემთხვევაში ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქციების მოწყობას.
,,ეს არის სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომელიც უნდა შევაჩეროთ“ - აცხადებს პლატფორმა ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
,,ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა თავში აუვარდა, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. აქიდან გამომდინარე კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, ყოველგვარი საზოგადოებრივიგანხილვების გარეშე დაიწყო.
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ, ახალმა საქართველომ გავაგზავნეთ საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით დამუშავებულო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 47 პუნქტისგან შედგებოდა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი წარმომადგენელი ყოველდღიურად რეკავდა საკონსტიტუციო კომისიაში თუმცა ერთი პასუხი არ მიგვიღია. აბსოლუტურად დახურული პროცესი შექმნეს. თქვენთან პირველად ვიტყვი რომ შემცხვებოდა იმ ექსპერტების ადგილზე, რომლებიც საკუთარ თავს კონსტიტუციონალისტებს უწოდებენ და ხელს აწერენ ამ კატასტროფას რომელსაც ქართული ოცნება მთელ ქვეყანას და სახელმწიფოს უკეთებს. მათ უნდა რცხვენიდეთ რომ თანამონაწილეები არიან იმ სახელმწიფოებრივი დანაშაულის, რაც ახლა ხდება.
რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ვიკრიბებით იმიტომ რომ ეს სახელმწიფოებრივი დანაშაული შევაჩეროთ - უთხრა "ნიუპოსტს" ვაშაძემ.
,,ეგოისტური და საკუთარ თავზე მორგებული დოკუმენტი“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუ კონსტიტუციის პროექტს და მიიჩნევს რომ კონსტიტუცია ამ სახით შესაჩერებელია.
,,ცვლილებები რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს აბსოლუტურად არადემოკრატიული და კონტექსტდან გამომდინარე ძალიან სახიფათოა ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის, დემოკრატიის ხარისხისთვის. ამდენად ეს გასაჩერებელია. ამისთვის საჭიროა ხალხის აქტიურობა. დეკლარაცია და აქტიურობა რომელიც უკვე სახეზეა საზოგადოებას ხვალ გაეცნობა.
პირველ რიგში მოთხოვნა არის ის, რომ კონსტიტუციის ცვლილებების მეთოდი შეიცვალოს. არ შეიძლება, იზოლაციაში, მარტომ ქვეყანას თავს მოახვიო ეგოისტური, საკუთარ თავზე მორგებული დოკუმენტი. კონსტიტუცია საყოველთაო დოკუმენტია და ის არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა ნოერგოს" - აღნიშნა ნიკა რურუამ "ნიუპოსტთნ"
,,რაც ყველაზე მთავარია ჩვენ შევთანხმდით ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე. ეს ფაქტობრივად იქნება სამოქალაქო შეთანხმების აქტი. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. მოძრაობა“ დაიცავი კონსტიტუცია“ იქნება ერთიანი სახალხო მოძრაობა, რომელიც მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს მიწვდება. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის უზურპაცაიას ცდილობს... იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და თანამშრომლობის კონსტრუქციულ ჩარჩოებში არ დაბრუნდება, ჩვენ დავიწყებთ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე და ინტერესებზე მოირგოს.“ - განაცხადად სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა მაჭუტაძემ.
“დღეს საზოგადოება ზუსტად იგივე პოზიციაზეა, რაზეც ვთანხმდებით ჩვენ, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ხალხს სურს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების არჩევა - არ არჩევასთნ დაკავშირებით. ჩვენ შევეცდებით კანონის ფარგლებში მივახვედროთ ხელისუფლებას - დაიხიოს უკან და არ მოახდინოს კონსტიტუციის კასტრირება. სხვა შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი.“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავა
მასალის გამოყენების პირობები






