საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა
საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა და ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
როგორც საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, ჩვენ სიამაყით ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების, იმ ჯარისკაცების პროფესიულ დღეს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი პროფესიონალიზმი, თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს უწმინდესს- სამშობლოს დაცვას.
"თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემული მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად. იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს მიზნად თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
საუკუნეების განმავლობაში თქვენ და თქვენი წინამორბედები, ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას და დამოუკიდებლობას.
ამ რთული მისიის ასრულებისას თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ დიდგორისა და ბასიანის შთამომავლები, თქვენ ხართ მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები.
თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი. თქვენს რიგებში იდგა და თქვენს შორის დადიოდა გმირი გიორგი ანწუხელიძე.
ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო, ვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველ დღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის და იმ სამსახურისათვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის, საერთაშორისო სიმშვიდისა და გლობალურ უსაფრთხოების დაცვისთვის.
"დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც ამ დიდ მისიას შესწირა თავი. კიდევ ერთხელ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს და ემსახურება სამშობლოს, ვუცხადებ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით, მადლიერებას," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველ სამხედროებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ შესაძლებლობისათვის, რომელსაც ისინი აძლევენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ააშენონ ძლიერი ქვეყანა.
“თქვენ ქართული იარაღის ღირსება საერთაშორისო მისიებში, გახადეთ მართლაც საამაყო. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის და ღმერთი ფარავდეს საქართველოს! " - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა