ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ოჰაიოს შტატში ერთერთი ჩვეულებრივ ამერიკულ ოჯახს მოულოდნელად ეწვია და მათთან ერთად ისადილა.
"მე მინდიდა მენახა ამერიკული ოჯახი, რომელიც მთელი ცხოვრება დემოკრატების ამომრჩეველი იყო, თუმცა 2016 წელს ტრამპს მისცა ხმა," - ასე განმარტა ცუკერბერგმა საკუთარი მოულოდნელი ნაბიჯი.
რამდენიმე დღის წინ ეს სურვილი სოცქსელით გაავრცელა. მილიარდერის თანამშრომლებმა მართლაც აღმოაჩინეს ოჰაიოში დანიელ მურის ოჯახი, რომელმაც ადრე ბარაკ ობამას ორჯერ დაუჭირა მხარი, ხოლო ბოლო არჩევნებში აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპს და მისი ამომრჩეველიც გახდა.
მურების ოჯახს, ცუკერბერგის ვიზიტამდე 15 წუთით ადრე აცნობეს, რომ მათ სადილზე "მდიდარი კალიფორნიელი ეწვეოდა, რომლის პროდუქტითაც ამერიკელტა 90% სარგებლობს.
სადილზე საუბარი არამარტო პოლიტიკაზე, არამედ ქველმოქმედებაზეც გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, მურები დახმარებას უწევენ ბავშვთა სახლს. მილიარდერმა მათ სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა ამ საქმეში.

მასალის გამოყენების პირობები






