1991 წელს სწორედ 30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალებში სავალდებულო სამხედრო გაწვევა ამოქმედდა. ქართული არმიის დაარსების 26 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გორში დისლოცირებულ საქათველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე დაესწრო.
პრემიერი საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და დღესასწაული მიულოცა.
"თქვენ საპატიო საქმეს ასრულებთ და თქვენ ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარული გაქვთ. ყველას ვულოცავ მშვიდობით დაბრუნებას და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის რასაც აკეთებთ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დღევანდელი დღის აღსანიშნავად კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.

გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილი გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირთა ხეივანში შვილთან ერთად ხე დარგო.
დღეს ქართული არმიის დაარსებიდან 26 წელი სრულდება. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილია. ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






