სამოქალაქო მოძრაობა „ დაიცავი კონსტიტუცია“ ორშაბათიდან მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის.
დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, დეკლარაციის ერთიან ტექსტზე შეჯერდნენ, რომლის ხელმოწერაც 1 მაისს, ორშაბათს მოხდება.
ამის პარაკლელურად სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ წევრები კონსულტაციებს გამართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს პრეზიდენტთან და სახალხო დამცველთან.
მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება ვენეციის კომისიასთან, რათა შეთანხმდეს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის კონკრეტული თარიღი. სამოქალაქო მოძრაოობა „დაიცავი კონსტიტუცია“-ს წარმომადგენლები პირადად მოახდენენ ვენეციის კომისიის ინფორმირებას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ფართო მასშტაბიანი კამპანია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის სრულ ინფორმირებას. სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუცი“’-ს წევრი პარტიები და ორგანიზაციები ასევე არ გამორიცხავენ საჭიროების შემთხვევაში ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქციების მოწყობას.
„რაც ყველაზე მთავარია ჩვენ შევთანხმდით ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე. დეკლარაციას, რომლის ტექსტიც დღეს შევაჯერეთ ხელი ორშაბათს მოეწერება. ეს ფაქტობრივად იქნება სამოქალაქო შეთანხმების აქტი. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. მოძრაობა“ დაიცავი კონსტიტუცია“ იქნება ერთიანი სახალხო მოძრაობა, რომელიც მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს მიწვდება. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის უზურპაცაიას ცდილობს... იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და თანამშრომლობის კონსტრუქციულ ჩარჩოებში არ დაბრუნდება, ჩვენ დავიწყებთ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე და ინტერესებზე მოირგოს.“ - განაცხადად სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა მაჭუტაძემ.
“დღეს საზოგადოება ზუსტად იგივე პოზიციაზეა, რაზეც ვთანხმდებით ჩვენ, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ხალხს სურს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების არჩევა - არ არჩევასთნ დაკავშირებით. ჩვენ შევეცდებით კანონის ფარგლებში მივახვედროთ ხელისუფლებას - დაიხიოს უკან და არ მოახდინოს კონსტიტუციის კასტრირება. სხვა შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი.“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავა
მასალის გამოყენების პირობები






