"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა
პოლიტიკა - 17:33, 29 Apr, 2017     1817
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა და საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება; ამომრჩევლებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას; ურიგებენ მათ საინფორმაციო ბარათებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ესაუბრებიან საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და იზიარებენ მათ მოსაზრებებს.

დღეს ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ამომრჩევლებს მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან ხვდებიან. გასვლითი შეხვედრები ასევე გაიმართა ბორჯომში, ხაშურში, ახალციხეში, ბათუმში, საგარეჯოში. მთაწმინდის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ტაბახმელასა და წავკისში, გორში დევნილთა დასახლებებში, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, მცხეთაში და სხვა მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებთან საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო სახის შეხვედრები მაისის თვის ბოლოს დასრულდება.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრის გაგება ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით; აღნიშნულიდან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში ამომრჩევლები შეავსებენ მოსაზრებების ბარათებსაც. საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს მიღებული მონაცემების საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.

გასვლითი შეხვედრებისას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოქალაქეებს ასევე იწვევენ მაისში დაგეგმილ საჯარო საინფორმაციო შეხვედრებზე (რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება), სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ, - თუ რა ხორციელდება იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ყოველთვის ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

„უფრო ახლოს“ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის სლოგანია, რაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის უფრო უშუალო და ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობს და ამომრჩევლის ინფორმირებასთან ერთად პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანიც არის.

გასვლითი შეხვედრებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული, - იცოდეს საკუთარი საარჩევნო უფლებები, გაიგოს თუ რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის და იცოდეს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დახმარების მიზნით ყოველთვის შეუძლია მიმართოს თავის საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთან უფრო ახლოს!

რეგიონებში გასვლითი შეხვედრების გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42