სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა
პოლიტიკა - 16:39, 29 Apr, 2017     1179
ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. მომავალ ვეტერინარებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი შეხვდნენ. ნოდარ კერესელიძემ ხაზი გაუსვა ვეტერინარის პროფესიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დაწესებული პროფესიული დღე საქართველოში მეხუთე წელია აღინიშნება, რაც ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი თაობისთვის მოტივაციის ამაღლებაა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. პროფესიული განვითარების მიზნით, პერიოდულად ვხვდებით სტუდენტებს და ვთავაზობთ პრაქტიკულ სწავლებებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტოსა და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) წარმომადგენლებმა სტუდენტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტები და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არამიზნობრივ გამოყენებას გულისხმობს. წელს ვეტერინარიის მსოფლიოს დღის მთავარი თემა ანტიმიკრობული რეზისტენტობაა. ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება აქტუალური და პრობლემურია მსოფლიოს მასშტაბით. ამ კუთხით მსოფლიოს ვეტერინარები მნიშვნელოვანად მიიჩნევენ პროფესიული ცნობიერების ამაღლებას, რათა შემცირდეს პრეპარატების არასწორად გამოყენების ფაქტები.

ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სტუდენტებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა, გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და, ტრადიციულად, აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42