"ევროპული საქართველოს” პრემიერ კვირიკაშვილისაგან კვლავ განმარტებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:57, 29 Apr, 2017     1961
"ევროპული საქართველო" პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს კვლავ მიმართავს საჯარო განმარტებები გააკეთოს თუ რატომ ექმნებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს პრობლემები.

„არჩილ თალაკვაძის კომენტარმა მხოლოდ დაადსატურა, რომ ეგვიპტის, ლიბანისა და ყატარის საერთაშორისო სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებს, ავტორიტეტულ ბიზნესმენებს აეროპორტში, საზღვარზე პრობლემები განზრახ შეუქმნეს, ხოლო პრემიერმა კვირიკაშვილმა მათთან და ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათაო ოფისიდან (პარიზი) ჩამოსულ სხვა სტუმრებთან დაგეგმილი შეხვედრა აშაკარად პოლიტიკური მოტივებით გააუქმა,” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად

“მომხდარი ფაქტი არ ნიშნავს მხოლოდ ახლა და ამ კონკრეტული ბისნესმენებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. ეს ნიშნავს ასეულობით სხვა პოტენციური ინვესტორისათვის იმის თქმას, რომ საქართველოში მათ არ მიესალმებიან, რომ საქართველო ბიზნესის კეთებისათვის არასაიმედო ქვეყანაა.

ასეთი მდგომარეობა კი ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების დაბალ შემოსავლებზე, საყოველთაო გაჭირვებაზე, უმუშევრობასა და ფასების ზრდაზე.

“ევროპული საქართველო” მოითხოვს პრემიერმა კვირიკაშვილმა გააკეთოს საჯარო განმარტება: იმ დროს, როდესაც მთავრობა თავად უნდა ცდილობდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, რატომ ექმნებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს პრობლემები და რატომ ზიანდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42