„ევროპული საქართველო“ ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 12:36, 29 Apr, 2017     2001
„ევროპული საქართველო“ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას ბრძანება გაასაჯაროვა, ნადირაშვილის განცხადებით, უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

პარტიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლე გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა.

,,პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ მინდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რომ პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება, მაგრამ ხანდახან პოლიტიკოსები ქმნიან ვითარებას, როდესაც საზოგადოება ვალდებულია დასვას კითხვები. დღეს, მინდა წარმოგიდგინოთ ორი ფაქტი, რომელიც მოგვაწოდეს თავდაცვის სამინისტროდან. ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საუბარია იმაზე, რომ ოცნების დეპუტატის სოფიო კილაძის ქმარი ავთანდილ ხარაძე დაინიშნა გენერალურ ინსპექციაში და ასევე თამარ ხულორდავას მეუღლეც ლევან ვახტანგაძე დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში როდესაც მაშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ჩვენ გვაქვს კითხვები ლევან იზორიასთან თუ რა ნიშნით დაინიშნენ ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროში და გვაქვს კითხვები ოცნების დეპუტატებთან, რა როლი შეასრულეს მათ საკუთარი მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით"- განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42