საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობასა და რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა და მოქმედმა ელჩებმა. დიპლომატების განცხადებით, ტავისუფალი მედია დემოკრატიისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ღირებულებაა. ელჩები საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თარიღთან დაკავშრებით იმყოფებიან:
„როგორც ამერიკელი გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან გვჯერა პირველი საკონსტიტუციო ცვლილების, რომელიც უკრძალავს მთავრობას მედიის საქმიანობაში ჩარევას, ეს მითქვამს საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც მთავრობისთვის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის კრიტიკული ხმა, ისეთი მედია, რომელიც გააშუქებს დებატებს და მთავრობას პასუხს მოსთხოვს. ხელისუფლებამაც იცის ეს და აღიარებს, რომ საქართველოს პლურალისტური მედიაგარემო სჭირდება“, - განაცხადა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






