„ხომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენი ჟურნალისტიკა მუშაობდეს ისე, როგორ CNN და BBC“ - ლევან მურუსიძე
პოლიტიკა - 11:45, 29 Apr, 2017     2355

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არასამტავრობო ორგანიზაციების პოზიციას, უკანასკნელი დღეების მანძილზე, ისტერიკას უწოდებს. ამ შეფასებით, მურუსიძე სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს გამოეხმაურა:

„რატომ ვლაპარაკობთ სანქციებზე მაინცდამაინც, შეიძლება სხვა პოზიცია მქონდეს, ჩემს კოლეგას სხვა, ამიტომ გთავაზობთ დიდ მრგვალ მაგიდას რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკოსებისგან ხდებოდა მოსამართლეების ლანძღვა-გინება, ასევე ხდებოდა ისეთი პირებისგან რომლებსაც რაღაც ავტორიტეტი აქვთ. მე მინდა, რომ გვქონდეს ფართო შეხვედრა და მივიღოთ გადაწყვეტილება.

თუ ადამიანები გამოდიან და, ვთქვათ, ჟურნალისტებს ყოველდღე გარეწარს, სულგაყიდულს გიწოდებენ და უკიდურესი სიტყვებით გაყენებენ შეურაცხყოფას, არ გექნებოდათ რაღაც პროტესტის განცდა?

ჩვენ საზოგადოება გვთხოვს, რომ გავხდეთ ისეთი სასამართლო, როგორიც არის გერმანიასა და ამერიკაში, ამიტომ ხომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენი ჟურნალისტიკა მუშაობდეს ისე, როგორ CNN და BBC.

აქ არის საუბარი, მოწოდება დიალოგისაკენ. მე მინდა შედგეს ფართო შეხვედრა და ვუთხრა, რომ როგორი პატივისცემითაც ეპყრობა სასამართლო სისტემა სამოქალაქო საზოგადოებას, იგივე პატივისცემა იყოს სასამართლოს მისამართითაც. ჩემი მიზანი არის, რომ ამ შეხვედრაზე ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში, კონფრონტაციის რეჟიმი გადავიყვანოთ დიალოგის რეჟიმში და ვისაუბროთ ერთმანეთთან თუნდაც კრიტიკით, მაგრამ არა ლანძღვით.

მე მაგალითად, ვთვლი, რომ როდესაც მოსამართლეს სულგაყიდულსა და ათას უბედურებას უწოდებ, კარგი იქნებოდა რაიმე შემაკავაბელი მექანიზმი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამან არ უნდა შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ჩვენ თუ დავიცავთ ამ ბალანსს და შეურაცხყოფა იქნება თუნდაც გაკიცხვის საგანი, ეს იქნება იდეალური“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42