ლადო პაპავას თქმით, ერთი წლის წინ თსუ-ში დაწყებული საპროტესტო ტალღა უშიშროების სამსახურის ორგანიზებული იყო
პოლიტიკა - 21:44, 28 Apr, 2017     3164

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა დუმილს არღვევს და EDU.ARIS.GE-სთან რექტორის თანამდებობიდან გადადგომის რეალურ მიზეზებზე, ზუსტად ერთი წლის თავზე საუბრობს. ექსკლუზიურ ინტერვიუში იგი დაწვრილებით იხსენებს იმ მოვლენებს, რაც მის გადადგომას უძღოდა წინ.

პაპავა ყვება იმასაც, რაც 2016 წლის ხმაურიან გაზაფხულზე, სტუდენტთა ფართო გამოსვლების უკან იმალდებოდა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის საბაბით, სტუდენტებს ამოფარებულმა უშიშროებამ მას წაუგებელი ბრძოლა გამოუცხადა.

–თქვენი გადადგომიდან ერთი წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით თსუ-ში არსებულ სიტუაციას?

-აკადემიკოსი ლადო პაპავა: სიტუაცია, რა თქმა უნდა, შეიცვალა. გარკვეული მიმართულებით სახეზეა გაუმჯობესება, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში კი კითხვები არსებობს.

–რა გაუმჯობესდა?

-ლ.პ: პირველ რიგში ის, რომ ამ ეტაპზე სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობა დარეგულირდა. ეს, ნამდვილად უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის აქტივში ჩაითვლება. თუმცა, ამის წინაპირობა ალბათ მაინც ის იყო, როცა 2016 წლის თებერვალ-მარტში სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც შემდგომ „აუდიტორია 115“-ის სახით ჩამოყალიბდა, გამოსვლები დაიწყო. ამან პრაქტიკულად სტუდენტური თვითმმართველობის გავლით პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა. ამჟამად ამ საკითხს უკვე კომისია წყვეტს და ამას სტუდენტური თვითმმართველობა აღარ ეწინააღმდეგება.

მანამდე სტუდენტური თვითმმართველობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ყველა სტუდენტური პროექტი ერთობლივად განხილულიყო. ამ გამოსვლებმა მოიტანა ის, რომ უნივერსიტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ სისტემა შეცვალა და დღეს უკვე ყველა პროექტი ერთობლივად განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი სტუდენტთა თვითთმართველობის შუამდგომლობითაა წარმოდგენილი თუ მის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიურია.

–თვითთმართველობასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან მუდმივად ისმის შენიშვნები და პრეტენზიები. რას აკეთებდით ამ პრობლემის მოსაგვარებლად რექტორობის პერიოდში?

-ლ.პ: მე ასეთი პრინციპი მქონდა – მაქსიმალური ურთიერთობა და კომუნიკაცია როგორც თვითმმართველობასთან, ასევე სტუდენტთა იმ ჯგუფებთან, რომლებიც მას უპირისპირდებოდნენ. ჩემი მუშაობის საკმაოდ დიდი დრო ამ კომუნიკაციას ეთმობოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან 2016 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებში და იმაში, რაც ამ მოვლენებს წინ უძღოდა უდიდეს როლს არა უშუალოდ სტუდენტები, არამედ გარკვეული ძალები თამაშობდნენ, რომლებიც უნივერსიტეტიდან ჩემ ჩამოშორებას ცდილობდნენ და ამისათვის, სამწუხაროდ, სტუდენტობასაც იყენებდნენ.

ამ ყველაფერს სტუდენტებს ნამდვილად არ ვაბრალებ. მათში ძალიან ბევრი ალალი, ღირსეული და წარმატებული ადამიანია. მე ყოველთვის ახალგაზრდობის მხარეს ვიყავი და ვიქნები კიდეც, სანამ ცოცხალი ვარ. თუმცა, ფაქტია, რომ იყვნენ გარკვეული ძალები, უშუალოდ უშიშროების სამსახურის მიერ მართულნი, რომლებიც სტუდენტებს, როგორც თვითმმართველობის, ისე მასთან დაპირისპირებულ ჯგუფის ზოგიერთ წევრს, იყენებდა.

–რატომ ცდილობდა უშიშროება თქვენს ჩამოშორებას?

-ლ.პ ეს ალბათ მმართველი პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება იყო. ნამდვილად არ ვიცი -რატომ. თუ ჩავთვლით, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა, მე „ნაცმოძრაობის“ მხარეს ნამდვილად არც რექტორობამდე ვყოფილვარ, არც რექტორობისას და არც მას შემდეგ. ის 9-წლიანი მახინჯი მმართველობა ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და ამ დამოკიდებულებას არასოდეს ვმალავდი.

როდესაც გადავწყვიტე რექტორის არჩევის კონკურსში მონაწილეობა მიმეღო, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი აქტიური წარმომადგენელი ამ პროცესში პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი „ქართული ოცნების“ პოზიციასთან არ გამიიგივებია. 2016 წლის მარტში რომ გამწვავდა სიტუაცია, ეს ადამიანები უკვე პრესით ღიადაც გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ რომ თანამდებობიდან გადავმდგარიყავი. „ქართულ ოცნებასთან“ თითქოს მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ რატომღაც სახელმწიფო მანქანა აამუშავეს…

–რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?

-ლ.პ: სავარაუდოდ, ბევრი. ვიღაცებს შევუშალე ხელი, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგური გაკეთებულიყო. ალბათ გახსოვთ, საპროტესტო აქციებიც გაიმართა, რომელშიც სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ამით თავისი უკმაყოფილება, ჩემთან საუბარში, მაშიდნელმა განათლების მინისტრმაც (თამარ სანიკიძე) გამოხატა.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი მომენტი დაერთო – დიდი საგანძურის ჩამოტანა (ლევილის მამულთან დაკავშირებული საკითხი). საუბარია საგანძურზე, რომელიც უნივერსიტეტს საჩუქრად ტიერი ბერიშვილმა გადასცა. ტიერი ბერიშვილი არის წარმომადგენელი იმ დიდი სახელოვანი ქართველი მოღვაწეებისა – პირველი ქართული მთავრობის, რომელთაც საფრანგეთში მოუხდათ წასვლა. მას პირველი რესპუბლიკის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარქივო მასალები ჰქონდა და გადაწყვიტა იგი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტისათვის საჩუქრად გადმოეცა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, მაგრამ ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეწინააღმდეგა, რომელმაც ოფიციალური წერილი მომწერა – ეს საგანძური უნივერსიტეტში კი არა სახელწმიფო არქივში უნდა იყოსო.

ამას პარიზში საქართველოს საელჩოს გაუგებარი წერილიც დაერთო. მათი აზრით, ეს საჩუქარი თბილისში საერთოდ არ უნდა წამოსულიყო და ლევილის მამულში დარჩენილიყო. ამის შემდეგ, მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთმა, მეგობრულად განწყობილმა წევრმა პირდაპირაც მითხრა – თუ თქვენ ამ საგანძურის ჩამოტანას სამთავრობო ხაზით აპირებთ, უნივერსიტეტი მას ვერ მიიღებს, ამიტომ, სხვა გზები მოძებნეთო.

თავად ბატონი ბერიშვილის პოზიცია კი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა – ეს ჩემი კერძო საკუთრებაა და ვისაც მინდა მას ვჩუქნიო. მას უნივერსიტეტისათვის ჩუქება უნდოდა. საბოლოო ჯაში, ჩვენ 150 კილიოანი საარქივო მასალისა და წიგნების შემოვლითი გზით ჩამოტანა დაგვჭირდა. ამ მასალების საფუძველზე უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრი დავაარსეთ. ახლა ეს მასალა უნივერსიტეტში ინახება. მთავრობას კი, სამწუხაროდ, ეს არ უნდოდა. ასე რომ, ერთ-ერთი პრობლემა ესეც იყო – მთავრობას არ დავუთმეთ ის, რაც უნდოდა.

კულმინაცია კი, სავარაუდოდ, გაზპრომთან დაკავშირებული ჩემი განცხადებები გახდა. რექტორობის დროს ყოველთვის ვიკავებდი თავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საჯარო შეფასებისაგან, მაგრამ როდესაც გაზპრომთან ხელშეკრულების შეცვლის საკითხი დადგა და საუბარი ნატურალური ანაზღაურებიდან ფულად ანაზღაურებაზე გადასვლაზე დაიწყო, 2016 წლის იანვარში ჩემი საპირისპირო პოზიცია ღიად დავაფიქსირე. ეს ალბათ ყველაზე მწვავე იყო და ”ბოლო ლურსმნის ჩაჭედების” როლიც შეასრულა.


სრულად იხილეთ edu.aris.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42