"ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ელიავას ბაზრობა"- მამუკა სალუქვაძე
პოლიტიკა - 18:30, 28 Apr, 2017     2259
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის დახურვის შესახებ ინსტიტუტს არაფერი უთქვამს.

სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს.

"ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი ჩვენ არ წარგვიდგენია. გენგეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს გადატანა-არ გადატანაზე, ეს არის მერიის გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში, ისე რომ თითოეული იქ მომუშავისა და მესაკუთრის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. შეთანხმება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფებასა და მესაკუთრეებს შორის. 15 რიცხვში უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გეგმის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს, შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი ინტერესი დიდია, ჩვენ მზად ვართ ყველა შენიშვნა, რომელსაც კონსტრუქციული ხასიათი ექნება, გავითვალისწინოთ და ავსახოთ გეგმაში”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ ახალგაზრდა ფინანსისტთა მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც გენერალური გემის შესახებ შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს.

სალუქვაძემ აქვე აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის პროექტი ნანახი აქვს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი განხილვის საგანია.

“განხივის საგანია, რამდენად მისაღებია ასეთი ფუნქციის იქ დატოვება და არა პერიფერიებისკენ გადატანა. ელიავას ბაზრობა სერიოზული ბრენდია, ბევრი მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ალტერნატივები შევთავაზოთ მათ”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება - დამტკიცება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. თუმცხა, პარალელურად „სითი ინსტიტუტს“ აქვს გეგმა, რომ ელიავას ბაზრობა ქალაქის გარეუბანში გადავიდეს, არსებული ტერიტორია კი მთლიანად სარეკრეაციო ზონად გადაკეთდეს.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. უცნობია, ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს.

პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.

ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 15 ათასს აღწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42