ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა
პოლიტიკა - 18:14, 28 Apr, 2017     1038
27 აპრილს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

წერილში, რომელიც მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ გადასცა, ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მეგობრობა სათავეს 25 წელზე ბევრად უფრო შორეულ წარსულში იღებს: „1919 წელს, ჩემმა წინამორბედმა, ლორდ კურზონმა, სერ ოლივერ უორდროპი გამოგზავნა თბილისში ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უფროს კომისრად. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ამან ასახვა ჰპოვა ყოველწლიური ორმხრივი თანამშრომლობის (სერ ოლივერ უორდროპის სახელობის) „უორდროპის დიალოგის“ ფორმატის სტრატეგიულ ხარისხში აყვანით“.

ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრს დაკავშირებით კმაყოფილებას გამოხატავს და როგორც არსებული ურთიერთობების გაგრძელებას, ასევე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების იმედს გამოთქვამს. „მე მივესალმები ჩვენს მზარდ თანამშრომლობას გლობალურ საკითხებში, იქნება ეს უსაფრთხოება თუ ტერორიზმთან ბრძოლა და ვამაყობ იმით, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებებს შორის კავშირები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებითაც,” -აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და გააგრძელებს მისი დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42