რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურჩაში საოკუპაციო საზღვარი გადმოწიეს
პოლიტიკა - 18:08, 28 Apr, 2017     2466
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. რუსეთის სამხედროებმა სიმინდის ყანებს ხის ბოძები უკვე შემოავლეს. მიწის მესაკუთრეებმა „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მალე მავთულხლართებსაც გაავლებენ.

ომარ მიქაუტაძემ მეზობლებისგან შეიტყო, რომ სახლიდან მოშორებით მდებარე მის კუთვნილ 1-ჰექტარ სიმინდის ყანაში რუსეთის სამხედროები მუშაობდნენ. ადგილზე მისულმა ჯარისკაცებს ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ, რაზეც უთხრეს, რომ ყანაში შესვლა ეკრძალებოდა, რადგან ტერიტორია ოკუპირებულ აფხაზეთს ეკუთვნის.

ომარ მიქაუტაძის თქმით, მესამე დღეა საკუთარ ნაკვეთში, სადაც 5-ტონამდე სიმინდი მოჰყავდა, ვერ შედის, რადგან შიშობს, რომ სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის არ დააკავონ. მას მიწის ნაკვეთიდან საშეშე მასალაც ვერ გამოაქვს, რომელიც გასულ კვირაში დაამზადა.

„დავუძახე და მოვიდა ერთი, მაგას გავესაუბრე, იმიტომ, რომ მე როცა აქ ვთოხნიდი ხშირად ვხვდებოდი მაგათ. აქეთ არ გადმოდიოდნენ ისე ველაპარაკებოდი. როცა ვთოხნიდი არაფერ სიტყვას არ მეუბნებოდნენ. იმ წელს დავამუშავე მიწა, ავიღე სიმინდი და არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ამ წელს კი შემოღობეს და რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. 6-7 კაცი იყო. ურალით იყვნენ მოსული“, - ამბობს ომარ მიქაუტაძე.

საკუთარ სიმინდის ყანაში შესვლა აკრძალული აქვს 90 წლის არველოდ ნაჭყებიასაც. ის მიწის ნაკვეთს 25 წლის განმავლობაში ამუშავებდა, სადაც სამ ტონამდე მარცვლეული მოჰყავდა. როგორც ხუთსულიანი ოჯახის უფროსი განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო იყო.

„რა ვუყო ახლა მე საქონელს არ ვიცი, ჩალა ხომ უნდა. სიმინდი ხომ გვინდა?! არსად ერთი მეტრო ნაკვეთი არ მაქვს მე“, - ამბობს არველოდ ნაჭყებია.

„ლაივპრესის“ მუშაობის განმავლობაში, რუსეთის სამხედროები იქ არ ყოფილან. გლეხები ამბობენ, რომ ხუთშაბათს ტერიტორია დაათვალიერეს და ფოტოები გადაიღეს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე პოლიციამ.

„გუშინ აქ რომ ყველაფერს ფოტოები გადაუღეს ხედავდნენ. იციან, რომ ეს საქართველოს მიწაა და აქეთ არიან გადმოსული. ალბათ ამიტომ შეაჩერეს, არ ვიცი“, - გვითხრა ომარ მიქაუტაძემ.

სოფელ ხურჩაში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენლის ბადრი ხუნჯგურუას თქმით, მომხდარის შესახებ მას თანასოფლელებმა შეატყობინეს, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლება დააუწყა.

ზუგდიდის სოფელი ხურჩა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება. 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც რუსეთის სამხედროებმა ბოძებით მონიშნეს, ზუგდიდის სოფელ შამგონასაც ესაზღვრება.

წყარო: "ლაივპრესი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42